2024 წლის 31 ოქტომბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების პროექტი განიხილა. პროექტის მიხედვით, წარმოდგენილი გეგმარებითი ერთეული მოიცავს რამდენიმე საკადასტრო კოდს, ქალაქ ბათუმში, მ. კომახიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე, ს/კ 05.27.37.015; 05.27.37.023; 05.27.37.001; 05.27.37.033; 05.27.37.030; 05.27.37.037 და შპს ,,მმ ჰოლდინგისგან’’ მოთხოვნილია განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გადამეტება 9,0-მდე. ტერიტორიაზე დაგეგმილი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განხორციელდება ქალაქმშენებლობითი გეგმების მეშვეობით და ითვალისწინებს ტერიტორიის განახლებასა და განვითარებას, მიწის ნაკვეთების განვითარებას, სივრცის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობის მომავლისთვის შენარჩუნებას და ტერიტორიის ფუნქციურ მდგრად ერთეულად ჩამოყალიბებას.
კომისიამ ასევე იმსჯელა ცვლილებაზე, რომლის შეტანაც იგეგმება ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. კერძოდ, დადგენილების პროექტის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ცვლილება ეხება საინჟინრო გზების ნაწილში, რომელიც ითვალისიწინებს ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე შპს ,,ორბი ჯგუფის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 05.24.04.054; ს/კ 05.24.04.055-ში საპროექტო გზების გაყვანის საკითხს და შ. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული შიდაკვარტალური გზების საპროექტო, საინჟინრო გზების რუკაზე დატანას.
კომისიამ განიხილა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე შპს ,,ველ ბილდინგის“ წინადადება. კომპანია იღებს ვალდებულებას, აითვისოს ბათუმში, მაზნიაშვილის ქ.N9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ - 05.21.12.016) არსებული ავარიული სახლი (დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით) და ამ მიზნით, ითხოვს დროებითი ხელშემწყობი ღონიძიების გამოყენებას, განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გაზრდას 4,5-მდე, ქ. ბათუმში, ა. პირველწოდებულის ჩიხი 1 ქ. N11 ში მდებარე მიწაზე (ს/კ -05.36.24.240). კომპანიის მიერ მოხდება ავარიული სახლის 7 მესაკუთრის დაკმაყოფილება და მუნიციპალიტეტის მერიისთვის მომატებული კ2 კოეფიციენტის 10 პროცენტის გადაცემა.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 24 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.