2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მდებარე N36-ე საბავშვო ბაღში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ აღსაზრდელთა საგამონაკლისო წესით ჩარიცხვასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის თანხმობის მიცემის საკითხი განიხილეს.
განკარგულების მიღების მიზანია ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას მიეცეს თანხმობა 2023/2024 სასწავლო წლისათვის, უსასყიდლოდ განახორციელოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მდებარე N36-ე საბავშვო ბაღში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგისტრირებულ აღსაზრდელთა ჩარიცხვა, დადგენილი ზედა კვოტირების ფარგლებში და უზრუნველყოს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიწოდება.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითითხს საკრებულო ხვალ, 29 სექტემბერს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.