2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე, ბათუმის ვიცე-მერთან ლევან დავითაძესთან ერთად, პოლონეთის ქალაქებში - ვროცლავში, ზიელონა გორასა და ნისაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ქალაქ ნისას დაარსების 800 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და მოგვიანებით ქალაქ ვროცლავის ქალაქის საბჭოში გამართულ სხდომას დაესწრნენ. ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, ასევე, არაერთი შეხვედრა გაიმართა პოლონური ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უმაღლეს წარმომადგენლებთან.
ბათუმის საკრებულოს წევრების ვიზიტი პოლონეთის ქალაქებში პოლონური მხარის მიწვევით განხორციელდა.