ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საერთაშორისო გამოფენა
07 ივლისი 2023
 

დღეს ბათუმში, სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.
7-დან 9 ივლისის ჩათვლით, დამთვალიერებელს, საშუალება ექნება გაეცნოს სამედიცინო აღჭურვილობას, ხელსაწყოებს, სადიაგნოსტიკო აპარატურას და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას.
„ExpoMed Batumi“ საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს 60-მდე წარმომადგენელს, ერთ სივრცეში აერთიანებს, ღონისძიების ფარგლებში ასევე, დაგეგმილია კონფერენცია და პირისპირ შეხვედრებიც.
საერთაშორისო გამოფენას, რომელიც სამი დღის განავლობაში გაგრძელდება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცონო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1403
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები