ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
18 მაისი 2023
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ განიხილა ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა - (ფაზა V)“-ის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასთან ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი. განკარგულების პროექტის მიღების მიზანია კომუნალური ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყლის და წყალარინების სისტემების მოწყობა და გამართული ფუნქციონირება ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ადლიის წყალანირების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოება, აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალანირება, ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი მკვებავი ხაზის მშენებლობა, მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმარდობის გაზრდა, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ხელვაჩაურის და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის გამართვა. სესხის ოდენობა შეადგენს 53 მლ. ევროს, ასევე გამოყოფილია 2 მლ. ევროს გრანტი თანმდევი ღონისძიებებისთვის. ამავე პროექტის ფარგლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დამატებით გაიღებს 25 მლნ. ევროს ხარჯებს.
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია აჭარის რეგიონში, რომელიც გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სხდომაზე იმსჯელეს ქ. ბათუმში, N05.26.01.117 მდებარე მიწაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ, ასევე, ქალაქ ბათუმში პუშკინის ქ. N132ბ/132გ/132დ-ში 05.27.14.086) და მელიქიშვილის ქ. N42-ში 05.27.14.003) განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე.
კომისიაზე წარმოდგენილ საკითხებს ბათუმის საკრებულო ხვალ, 19 მაისს, 11 საათზე, მორიგ სხდომაზე განიხილავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1142
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები