2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე #127–ე საბავშვო ბაღის მშენებლობა
04 მაისი 2023
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ, ქალაქის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და ვიცე–მერმა ლევან დავითაძემ, დღეს, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ტიტე აროშიძესთან ერთად, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე #127–ე საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერეს.
ბაღის შენობა 270 აღსაზრდელზეა გათვლილი. უკვე დასრულებულია შიდა სივრცის წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტრო სისტემების მოწყობა.
ახალი ბაღის საპროექტო ღირებულება 1 მილიონ 540 ათას ლარს აღემატება და მისი მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე იგეგმება.
წელს ბათუმის მუნიციპალიტეტში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
მნახველთა რაოდენობა: 1073
ბმულები