ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
27 აპრილი 2023
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა, მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს, გასული წლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები შემოსულობების ნაწილში შესრულდა 100 %, ხოლო გადასახდელების ნაწილში – 83,9% შეადგინა.
კომისიის წევრებმა დღესვე, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზეც იმსჯელეს.
პროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის ქალაქ ბათუმის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 20,000.0 ათასი ლარით და ცვლილების შემთხვევაში იგი 338,000.0 ლარს შეადგენს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ნამატი თანხა სტიქიური მოვლენების დროს დაზარალებულ პირთა დახმარებას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, ძირითადად იზრდება გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მოვლა -პატრონობის სამუშაოების დაფინანსება.
კომისიის წევრებმა, სხდომაზე წარმოდგენილ ორ საკითხს დაუჭირეს მხარი და მათი განხილვა მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1274
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები