2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა, ქ. ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. N25–ში მდებარე შენობის ფასადზე დამსახურებული პედაგოგის, გიორგი (გოგი) ქათამიძის მემორიალური დაფის, ვაჟა–ფშაველას (N9) და დავით კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის იზოლდა სამსონიას, ასევე ვაჟა–ფშაველას ქ. N7–ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მედია ჰოლდინგის ერთ–ერთი დამაარსებლის გურამ ჩიგოგიძის მემორიალური დაფის და ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ. N74–ში მდებარე სახლზე საქართველოს დამსახურებული არტისტის ცირა აბზიანიძის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე, წარმოდგენილი ოთხი საკითხიდან მხოლოდ ორი საკითხის განხილვა იგეგმება.
საკრებულოს მორიგი სხდომა 30 მარტს გაიმართება, რომელზეც დამსახურებული პედაგოგის გიორგი ქათამიძის და მსახიობის, ცირა აბზიანიძის მემორიალური დაფების განთავსების თაობაზე საკითხებს განიხილავენ.