ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ხუსეინ ნაკაიძის ბიუსტი
26 იანვარი 2023
 

ხუსეინ ნაკაიძე მუშაობდა აჭარის სახალხო განათლების კომისრად, კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნების კომიტეტის თავმჯდომარედ, ბოლოს კი – ახლად გახსნილი სამასწავლებლო ინსტიტუტის (ამჟამინდელი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი) დირექტორად. მის სახელს უკავშირდება მაშინდელი ბათუმის სამასწავლებლო, ორწლიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბება. სასწავლო გეგმებისა და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის გარდა, ის მონაწილეობდა ინსტიტუტის ბიბლიოთეკისა და შენობის მოწესრიგებაში, ეზოსა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის კეთილმოწყობაში.
როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „განსაკუთრებით გულშემატკივრობდა სტუდენტებს, ინტერესდებოდა მათი ცხოვრების პირობებით, კვებით, ჯანმრთელობით, ბევრს მატერიალურად უმართავდა ხელს. ხშირად სტუმრობდა იმხანად ინსტიტუტის ეზოში განთავსებულ სტუდენტთა ქსენონს და სტუდენტებისთვის საკვები და წამლები მიჰქონდა“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს წევრები, ხუსეინ ნაკაიძის შთამომავლები და საზოგადოების წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1251
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები