ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია
24 იანვარი 2023
 

საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ერთი საკითხი განიხილა.
კომისიამ ქალაქ ბათუმში, ვახტანგ შამილაძის ქუჩა N30-ში მდებარე შპს „ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.26.28.053) მშენებარე საგანმანათლებლო კომპლექსის მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტად მიჩნევის თაობაზე განკარგულების პროექტზე იმსჯელა.
პროექტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მფლობელი პირის ინტერესია ხელშემწყობი ღონისძიების ფარგლებში მშენებარე ობიექტს მიენიჭოს განსაკუთრებული მუნიციპალური ობიექტის სტატუსი .
საპროექტო წინადადება მოიცავს მხოლოდ მნსგპ-თი დადგენილი სიმაღლისა და სართულიანობის გაზრდას და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ ფუნქციური ზონის მოთხოვნებს, მიჯნის ზონებისა და სიმაღლის განსაზღვრის სქემებს და სხვა, რაც არ აუარესებს ადამიანთა საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.
პროექტის კორექტირება მოიცავს სკოლის შენობის გარკვეულ ნაწილზე 1 სართულის დამატებას და მასში ადმინისტრაციული სივრცეების განთავსებას, რის შედეგადაც ქვედა სართულებზე გამოთავისუფლდება ადგილი სასწავლო/პრაქტიკული გაკვეთილებისა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებისთვის.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხის განხილვას საკრებულოს მორიგ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. სხდომა, ხვალ 25 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1373
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები