ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია
21 ნოემბერი 2022
 

საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა დაიწყო.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 275,400.0 ათას ლარს შეადგენს და ითვალისწინებს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროებზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა შესაბამისი სფეროს დაფინანსების მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ პროგრამებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
პროექტის მიხედვით, მომავალ წელს განათლების მიმართულება 34,329.2 ათასი ლარით დაფინანსდება, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულება კი - 18,594.9 ათასი ლარით, მათ შორის:
სკოლამდელი აღზრდა და განათლება – 34,154.2 ათასი ლარით;
პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა – 175.0 ათასი ლარით;
სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 6,004.0 ათასი ლარით;
მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლა–პატრონობა – 2,740.7 ათასი ლარით;
კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები – 3,726.5 ათასი ლარით;
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა – 3,712.5 ათასი ლარით;
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება – 2,083.2 ათასი ლარით;
ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა – 328.0 ათასი ლარით.
პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს იმ სფერობს შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტების და ქალაქ ბათუმში არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.
კომისიის სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.
ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად, საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, დარგობრივ კომისებში განხილვის შემდგომ, პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი დასკვნა, შენიშვნების გათვალისწინებით, წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს, შენიშვნებითურთ, უკან დაუბრუნებს ქალაქ ბათუმის მერს. თავის მხრივ, ქალაქ ბათუმის მერი ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად არა უგვიანეს 10 დეკემბრამდე წარუდგენს.
ბათუმის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.
დაინტერესებულ პირებს ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის დეტალური პროექტი განმარტებით ბარათთან ერთად და პრიორიტეტების დოკუმენტი შეუძლიათ იხილონ აქ: https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=1182 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1534
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები