ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბიუროს სხდომა
15 აგვისტო 2022
 

დღეს ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა მორიგი სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრეს, რომელიც მიმდინარე წლის 22 აგვისტოს გაიმართება.
სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული ოთხი საკითხი განიხილეს. მორიგ სხდომაზე, დეპუტატები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი უძრავი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურს განსაზღვრავენ, ასევე ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმას და მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციას დაამტკიცებენ.
ბიუროს სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1788
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები