2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძე და ვიცე–მერმა ლევან დავითაძემ მეზღვაურთა ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში შენდება 300-მდე ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა. მოეწყობა ეზო, ახალი სპორტული მოედანი, საპარკინგე სივრცე და დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.
ამ ეტაპისთვის დასრულებულია საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ასევე მოეწყო სვეტები და მიმდინარეობს პირველი სართულის გადახურვა.
ბაღის შენობის მშენებლობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მილიონ 475 ათასი ლარია გამოყოფილი, მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
წელს ბათუმში 4 საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში. აღნიშნულ პროექტებზე ჯამში 9 მილიონ 413 ათას 610 ლარია გათვალისწინებული.