2022 წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის /ნინოშვილის ქ.32/35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა)
ახალი სკვერის მოწყობა
18 ივნისი 2022
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სკვერში უკვე მოწყობილია ბორდიურები, ფილები და სანიაღვრე არხი. მიმდინარეობს განათების სისტემის მონტაჟი. დაგეგმილია, საბავშვო ატრაქციონების, სპორტული ტრენაჟორების, საბაღე სკამებისა და ფანჩატურების განთავსება.
სამუშაოების ღირებულება 263 ათას ლარს აღემატება. სკვერის მოწყობა მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.
მნახველთა რაოდენობა: 89
ბმულები