ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სამგზავრო ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების სქემაში ცვლილება შევიდა
17 ივნისი 2022
 

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების სქემაში.
კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო ქსელს დაემატა ახალი N14 მარშრუტი, ხოლო N6 და N13 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემაში შევიდა ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები სრულად აკმაყოფილებს და მორგებულია მგზავრთა მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:
N6 – ასათიანის ქ. - ხიმშიაშვილის ქ. - ორბელიანის ქ. - ლერმონტოვის ქ. - მ .კომახიძის ქ. - გრიბოედოვის ქ. - ჭავჭავაძის ქ. - ბაქოს ქ. - თამარ მეფის გზ. - ჩაქვი - ბუკნარი .
N13 – ორბელიანის ქ . (ბათუმის ავტოტრანსპორტი) ლერმონტოვის ქ. - ბაგრატიონის ქ. - შარტავას ქ. - გორგილაძის ქ. - ბარათაშვილის ქ. - ჭავჭავაძის ქ, - საბაგირო.
N14 – ლადო ასათიანის ქ. - სელიმ ხიმშიაშვილის ქ. - ბაგრატიონის ქ. - ლერმონტოვის ქ. - ორბელიანის ქ. - ჯავახიშვილის ქ. - გორგილაძის ქ. - შარტავას ქ. - ფიროსმანის ქ. - ინასარიძის ქ. - შ .ხიმშიაშვილის ქ. - კაჩინსკების ქ. (მეტრო სიტი).

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1407
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები