2022 წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის /ნინოშვილის ქ.32/35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა)
დღეს ,,საპატიო ბათუმელისა“ და ,,ბათუმის საპატიო მოქალაქის“ წოდებები მიენიჭათ ქალაქისა და ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლით გამორჩეულ ადამიანებს.
საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭათ: შალვა გოგუაძეს, დარეჯან მექვაბიშვილს, ვლადიმერ ჩხაიძეს, რეზო ჯაბნიძეს, ამირან სირაბიძეს, ოთარ კომახიძეს.
ხოლო ბათუმის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: ავთანდილ ჯორბერნაძე, ნანული აბესაძე, ნანული სარაჯიშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.
საზეიმო ღონისძიება, რომელიც ბათუმის ბულვარში გაიმართა, მუსიკალურად მერიასთან არსებულმა კულტურის ცენტრის სიმებიანმა კვარტეტმა გააფორმა.