ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია
09 ივნისი 2022
 

საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში შესატანი ცვლილებები განიხილეს. კერძოდ, საკითხი ეხებოდა ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის მთლიანი ასიგნებების 5 %–ის ფარგლებში შესატან ცვლილებებს, რომლის განხორციელებაზეც უფლებამოსილია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თანხმობით.
აღნიშნულ უფლებამოსილებას ქალაქ ბათუმის მერს ანიჭებს ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69–ე მუხლის მე–6 ნაწილი და ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის N2 დადგენილება.
კომისიაზე წარმოდგენილი საკითხი ითვალისწინებდა 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ,,კულტურული ღონისძიებებისა და ფესტივალების“ პროგრამასა და ,,კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაში ცვლილებებს, რაც ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის საერთო ასიგნებების 3,4 %–სა და 3,6 %–ს შეადგენს.
შესაბამისად, დადგენილებით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში, კომისიის წევრებმა თანხმობა მისცეს ქალაქ ბათუმის მერს სხდომაზე წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1798
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები