ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა
30 მაისი 2022
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს.

რამაზ ჯინჭარაძეს საჯარო სამსახურში მუშაობის 25– წლიანი გამოცდილება აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში იკავებდა არა ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობას, მათ შორის: 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის თებერვლამდე გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2009 წლიდან 2020 წლამდე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; 2007 წ. – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის უფროსი; 2004 წ. – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს განსახლებისა და მიგრაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 1994 წ. – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
რამაზ ჯინჭარაძემ 1993 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტი, 1999 წელს კი – თბილისის შრომისა და წარმოების ორგანიზაციის ინსტიტუტი, მინიჭებული აქვს სამეურნეო სამართლის იურისტ–ეკონომისტის კავლიფიკაცია.
რამაზ ჯინჭარაძეს, როგორც ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მიმდინარე წლის 2 აპრილს ბათუმში გამართულ შუალედურ არჩევნებზე გონიო–კვარიათის, ადლია–აეროპორტისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობის 69–მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1721
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები