ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს სხდომა
30 დეკემბერი 2021
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწვეული საკრებულოს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო დღესაც ვერ გაიხსნა. სხდომას ამჯერადაც არ დაესწრნენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ , „ლელოსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა შეკრება სხდომის გასახსნელად არასაკმარისი აღმოჩნდა. შესაბამისად, ბათუმის საკრებულო უკვე მეორედ ვერ შეიკრიბა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომის მოწვევის თაობაზე საკრებულოს აპარატს 23 დეკემბერს მიმართეს. სხდომის დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასა და წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ დადგენილების ბათილად ცნობას ითვალისწინებდა.
ბათუმის საკრებულოს სრული შემადგენლობა 35 წევრისგან შედგება, მათ შორის 34 წევრის უფლებამოსილება ცნობილია. რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია შეიკრიბოს და განიხილოს საკითხები, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, შესაბამისად, სხდომის გასახსნელად მინიმუმ 18 წევრის შეკრებაა საჭირო.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2622
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები