2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა, რომელიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების საფუძველზე დაინიშნა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ მოხსენებით გახსნა, რის შემდეგაც იგი უხუცესი წევრის ნერიმან ცინცაძის თავმჯდომარეობით გაგრძელდა.
სხდომაზე განხილული იქნა საკითხების ნაწილი, კერძოდ, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, შეიქმნა დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დაკომპლექტებამდე (თავმჯდომარის არჩევამდე და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცებამდე). ამ პერიოდამდე დროებითი სამანდატო კომისია ასრულებს იურიდიულ და საპროცედურო საკიხთა კომისიის უფლებამოსილებას.
სამანდატო კომიისიის დასკვნის შესაბამისად, სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალარჩეული საკრებულოს 34 წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ამ დროიდან ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება ძველი მოწვევის საკრებულოს.
სხდომაზე, სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარეგისტრირდა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რაც საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა ცნობის სახით.
სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევის თაობაზე, საკრებულომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო კვორუმის არარსებობის გამო.