ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
26 ნოემბერი 2021
 

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული18 საკითხი დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო, დეპუტატებმა პატივი მიაგეს, მეხუთე მოწვევის საკრებულოს ახალარჩეული წევრის და მოქმედი დეპუტატის ნაზი ფუტკარაძის ძმის, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას.
სხდომა განცხადებების შემდეგ, დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2020 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში . პროექტის მიხედვით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება. ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
სხდომაზე, ასევე იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ცვლილება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა, რაც ითვალისწინებს 2022 წლისთვის საჯარო მოხელეთა ხელფასების 10-პროცენტიან ზრდას.
საკრებულომ დღესვე, თანხმობა მისცა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში, საზღვაო ნავსადგურის სკვერში მდებარე 20,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. №05.21.20.046) და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის (სანავიგაციო კოშკი) პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-სათვის (ს/კ 245432544) გადაცემის თაობაზე საკითხს და ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის №19ა-ს მოპირდაპირედ მდებარე 283,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 05.05.10.026; 23.04.2010 წ-დან დაზუსტებული ს/კ: 05.25.10.025) განთავსებულ 345,77 კვ.მ. შენობა-ნაგებობაში არსებული ფართების (სავაჭრო ობიექტების) პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარით) სარგებლობაში გადაცემას ყოფილ მოაღნაგეებზე.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) კიდევ უფრო გამწვავების შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშწყობისა და მათი სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად მუშაობისათვის, რომელსაც იყენებს ფიზიკური და იურიდიული პირები, (რესტორნები, კაფე-ბარები, მაღაზიები, მარკეტები და სხვა), ასევე I კლასის შენობა-ნაგებობის განთავსებისა და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებათა გამო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №გ-15211174 განკარგულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და გარე ვაჭრობისთვის საზოგადოებრივი სივრცის სასყიდლიანი სარგებლობის ვადა გაგრძელდა 2022 წლის 31 დეკემბრამდე.
საკრებულომ დღესვე იმსჯელა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ პროექტზე. პროექტის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2021 წლის 22 ნოემბრის №5425/02 (07-1421326767-14) წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 19 ნოემბრის N14-14213231000 კორესპონდენცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია ძველ პერიოდში აშენებული ავარიული სახლები, აქედან 21 სახლი არის მობინადრეთა სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი. ამჟამად მიმდინარეობს ზოგიერთი ავარიული სახლიდან მოსახლეობის გაყვანის ღონისძიებები. ასევე, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცედურები. ამიტომაც, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინებისა და არასაცხოვრებელი ფართების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში დარეგისტრირებას. შემდგომში, ავარიული სახლებიდან გაყვანილი მოქალაქეებისათვის პირდაპირი წესით საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
საკანონმდებლო ორგანოში, „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე’’ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზეც იმსჯელეს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით სარგებლობაში განსაკარგი ქონების (მიწის ნაკვეთი) საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის თაობაზე საკითხიც დაამტკიცეს.
საკრებულოს დღევანდელი გადაწვეტილებით, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასაწყისში, წრიულთან არსებულ მწვანე ზოლში, ლეხ კაჩინსკის ძეგლი განთავსდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2515
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები