ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
15 სექტემბერი 2021
 

დღეს საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
კომისიამ პირველ საკითხად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე ე.წ. „შანხაის დასახლება“-ში ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის დამტკიცებისთვის გასატარებელი ღონისძიებები განიხილა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ურთულეს პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების არსებობა, მათ შორის ისეთი ავარიული სახლებისა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ერთ-ერთ ასეთ დასახლებას წარმოადგენს ე.წ. „შანხაის დასახლება“. ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევა და პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ამ დასახლებისათვის ისეთი ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის დამტკიცებით, რომლის მიზანი იქნება მოსახლეობისათვის ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა და ქალაქის იერსახის გაუმჯობესება. ამ მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ე.წ. „შანხაის დასახლება“-ში სოციალური სახლების მშენებლობა, რომლითაც საბოლოოდ მოხდება აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა.
კომისიის წევრებმა დღესვე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებაც ისაუბრეს.
წარმოდგენილ საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება დაბალი ინტენსივობის ორსართულიანი სასტუმროს ფუნქციის მქომე ელიტალური ვილების მშენებლობა. საპროექტო მიწის ნაკვეთები ( ს. კ. 05.36.24.091, 05.36.24.608 და 05.36.24.805 ) საერთო ფართით 20485,0 კვ.მ მდებარეობს ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში შავი ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ ტერიტორიაზე, რომელიც ბათუმის ცენტრიდან დაშორებულია 12 კმ-ით.
დაგეგმილი ცვლილების მიზანია: ქალაქმშენებლობითი პარამეტრების ცვლილება, რაც არსებითად არ აისახება დადგენილი ზონის მოთხოვნებზე. კერძოდ განსაზღვრულია: 1) შზ-4 ზონაში დადგენილი განაშენიანების მაქსიმალური (კ-1) კოეფიციენტი 0.2 მაჩვენებლიდან გაიზარდოს 0,3- მაჩვენებლამდე. 2) შზ-4 ზონაში დადგენილი მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრიდან შემცირდეს 8 მეტრამდე: 3) შზ-4 ზონაში დადგენილი გამწვანების (კ-3) კოეფიციენტი- 0,8 მაჩვენებლიდან შემცირდეს 0,6-მაჩვენებლამდე. 4) დასაპროექტებელ ვილებს შორის მიჯნის ზონებით დადგენილი მანძილები შემცირდეს 3 მეტრამდე.
სხდომაზე ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ საკითხი განიხილეს.
პროექტის მიღების მიზანია ქ. ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცება.
საკრებულოს წევრები, წარმოდგენილ საკითხებს ხვალ, 16 სექტემბერს დადგეგმილ საკრებულოს მორიგ სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2494
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები