ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან
14 ივლისი 2021
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე და საკრებულოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი თეა ჯანჯღავა დღეს ბათუმის მერიაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებების გაზიარებას პასუხისმგებელი პირებისთვის. აღნიშნული კვლევა - „ქალები და მობილობა, ქალთა ყოველდღიური გადაადგილების გენდერული ასპექტები“ და მისი შედეგები შეხვედრის მონაწილეებს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე მსხილაძემ და სახალხო დამცველის აპარატის გენდერული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ლობჟანიძემ გააცნეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში, ბათუმის მერიის პასუხისმგებელი პირები, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და ფატი ხალვაში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2109
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები