2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე იმსჯელეს. ახალი ცვლილებით განათლების მიმართულებით დაფინანსება იზრდება 1,949,0 ათასი ლარით, რაც სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას, ზოგადი განათლების ხელშეწყობას მოხმარდება.
კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებით დაფინანსება იზრდება 3,630,3 ათასი ლარით. გამოყოფილი ასიგნებები მოხმარდება სპორტის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოვლა პატრონობას, კულტურული ღონისძიებების და ფესტივალების, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობას.
კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ, კოლეგებს განმსახილველად სსიპ -აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ ბათუმი-ს წარმომადგენელთა განცხადება, ბაქოს ქ.N 38-ში მდებარე სახლზე ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის ბარელიეფით განთავსების თაობაზე და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის სოფიკო ხალვაშის კორესპონდენცია ბათუმში, იუნკერების სკვერისთვის გიორგი მაზნიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ წარუდგინა, წარმოდგენილ საკითხებს კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კომისიამ დღესვე, ბათუმის ცენტრალურ პარკში, ჰაიდარ აბაშიძის ბიუსტის განთავსების თაობაზეც იმსჯელა. კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, აღნიშნული საკითხები, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, გადაეგზავნოს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას, ხოლო საკრებულო მათ სამთავრობო კომისიიდან მიღებული დადებითი დასკვნის შემთხვევაში განიხილავს.