ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ონლაინ კონფერენცია
29 იანვარი 2021
 

დღეს ონლაინ ფორმატში ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაციიდან ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ესწრებოდა.
სხდომის წევრებმა, პოლიტიკის კომიტეტისა და ეროვნული დელეგაციების ხმის მიცემის უფლებების განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს და მონაწილეობა მიიღეს თემატურ დებატებში - ,,ევროკავშირის ახალი მიდგომა მიგრაციის, თავშესაფრის, ინტეგრაციისა და ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების პერსპექტივიდან“.
დღესვე, რამდენიმე პრეზენტაციაც მოეწყო, რომლებიც 2020 წლამდე ჩატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამების შესრულებას შეეხებოდა.
სხდომის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრებმა CEMR– ის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ - “Horizon 2051: Local Futures for Europe” - ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც ევროპის 250 - მდე ქვეყნის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების პირველი პირები ჩაერთნენ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში ,,CEMR’’- ი 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თემის განხილვაში.
ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2316
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები