ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გენდერული თანასწორობის საბჭო
I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო “გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონისა და ქალაქ ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად ქმნის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომში „საბჭო“).
1.2. „საბჭო“ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „გენდერული თანასწორობის შესახებ“, „ქალაქ ბათუმის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით)“, სხვა ნორმატული აქტებით, ამ დებულებით და საკრებულოს თავჯდომარის სხვა აქტებით.
1.4. „საბჭოს“ საქმიანობის ვადად განისაზღვრება მოქმედი საკრებულოს უფლებამოსილების ვადა.
1.5. „საბჭოს“ ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
II. „საბჭოს“ ძირითადი ამოცანები
მუხლი 2.
1. „საბჭოს“ ძირითადი მიზნები და ამოცანები.
მიზნები:
ა) გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გენდერული ანალიზის დანერგვა;
გ) ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
დ) საბჭოსა და მერიის ურთიერთთანამშრომლობა;
ე) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდა, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა;
ამოცანები:
ა) შეიმუშაოს და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს „საბჭოს“ სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულება/მონიტორინგი;
ბ) საბჭომ განახორციელოს მუნიციპალური პროგრამების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერულად მგრძნობიარე საკითხების წარმოსაჩენად ან არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად (ასეთის შემთხვევაში);
გ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
დ) მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო პირთან (მერის მრჩეველთან) თანამშრომლობის გაძლიერება;
ე) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წამოწეული საკითხების შესწავლა/ადვოკატირება;
ვ) საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების უზრუნველყოფა
ზ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. „საბჭო“
ა) იქმნება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების აღიარებიდან ორი თვის ვადაში და უქმდება უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე;
ბ) უფლებამოსილია საკრებულოს თავჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე წარადგინოს საკრებულო გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებში;
ბ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;
III. „საბჭოს“ სტრუქტურა
მუხლი 3.
3.1. „საბჭოს“ თავჯდომარეს საბჭოს შემადგენლობასთან ერთად ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, განკარგულებით.
3.2. „საბჭოს“ მუშაობას ხელმძღვანელობს „საბჭოს“ თავჯდომარე;
3.3. „საბჭოს“ თავჯდომარის მოწვევით „საბჭოს“ მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელმა პირებმა.
მუხლი 4.
4.1. „საბჭოს“ სხდომას იწვევს „საბჭოს“ თავჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში „საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილე ან/და საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3.
4.2. „საბჭოს“ სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს „საბჭოს“ თავმჯდომარე.
4.3. „საბჭოს“ სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ როგორც „საბჭოს“ თავჯდომარეს, ასევე „საბჭოს“ წევრებს.
4.4. „საბჭო“ ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსათვის წარსადგენად.
4.5. „საბჭო“ უფლებამოსილია, თუ მას ესწრება „საბჭოს“ წევრთა ნახევარზე მეტი.
4.6. „საბჭოს“ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება „საბჭოს“ დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია „საბჭოს“ თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5.
5.1. „საბჭოს“ მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.