საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეთა მიღება გრძელდება

ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეთა მიღება გრძელდება

02 ოქტომბერი 2026

ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეთა მიღება გრძელდება.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ მიერ დასმული საკითხები ადგილზე განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ბათუმის საკრებულოში ჯაბა ჭანტურია.
მოქალაქეებმა მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს საკუთარი მოსაზრებები და კონკრეტული წინადადებები გააცნეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოქალაქეების მიერ დასმული საკითხები ეტაპობრივად იქნება შესწავლილი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მათ ინფორმაცია მიეწოდებათ.
მსგავსი შეხვედრები ბათუმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას, მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობასა და საკითხებზე ოპერატიულ რეაგირებას

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 სექტემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)