საკრებულოს მორიგი სხდომა
ც ნ ო ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2026 წლის 30 სექტემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტის
განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა) მიმდინარეობს 2026 წლის 30 სექტემბერს, დღის 11:00 საათზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა შემდეგ საკითხებზე:
საკითხი 1. „ქალაქ ბათუმში, კვინიტაძის ქუჩა №3-ში, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების მიზნით განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ფარგლებში იმავე ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში არსებული საცხოვრებელი ბინის სანაცვლო ქონების სახით გადაცემის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №გ-15.15250292 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 3. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსი - მუხრან ჯორბენაძე)
საკითხი 4. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №20 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსი - მუხრან ჯორბენაძე)
საკითხი 5. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსი - მუხრან ჯორბენაძე)
საკითხი 6. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსი - მუხრან ჯორბენაძე)
საკითხი 7. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსი - მუხრან ჯორბენაძე)
საკითხი 8. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსი - მუხრან ჯორბენაძე)
საკითხი 9. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 ოქტომბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსი - მუხრან ჯორბენაძე)
საკითხი 10. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსი - მუხრან ჯორბენაძე)
საკითხი 11. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსი - მუხრან ჯორბენაძე)
საკითხი 12. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №გ-15.15261816 განკარგულებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი - ირაკლი თავართქილაძე)
დღის წესრიგის წარმოებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე ცნობის გამოქვეყნებიდან 2026 წლის 28 სექტემბერს დღის 11:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული).
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 30 სექტემბერი.
30 სექტემბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













