ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში
22 ნოემბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღეს ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ ინფრასტრუქტურის სფეროში გასახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე იმსჯელეს. მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს წევრებს მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა წარუდგინეს.
პროექტის მიხედვით, ბიუჯეტიდან 74 322 900 ლარი ბათუმის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
ბათუმის საკრებულო 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს ბათუმის მერიას შენიშვნებით და რეკომენდაციებით 25 ნოემბრამდე დაუბრუნებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 20954
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები