საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

25 ნოემბერი 2026

ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ  16-დღიან გლობალურ კამპანიას.

კამპანია ყოველწლიურად,  25  ნოემბრიდან  10 დეკემბრის ჩათვლით  ტარდება და მიზნად ისახავს  ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და  თანასწორობის ხელშეწყობას.

 კამპანიის სიმბოლოა ნარინჯის ფერი, რომელიც იმედის, სოლიდარობისა და ძალადობისგან თავისუფალი მომავლის სიმბოლოდ  მიიჩნევა.

      ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო აქტიურად   უჭერს  მხარს აღნიშნულ ინიციატივას და ხაზს უსვამს ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და საზოგადოებაში თანასწორობის კულტურის დამკვიდრების მნიშვნელობას. 

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბათუმის სტადიონი ნარინჯისფრად განათდა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა  (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)