შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ქალაქის მერი გიორგი ცინცაძე ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. განიხილეს ბათუმსა და ინდოეთის ქალაქებს შორის დამეგობრებისა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ინდოეთს შორის ტურისტული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას
27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













