ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
პროექტი ითვალისწინებს მიღებული ეკონომიების ხარჯზე რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროებზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. კერძოდ ცვლილება შედის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით, ეკონომიების ხარჯზე იზრდება ანგიოგრაფიის დაფინანსება ბენეფიციართა მომართვიანობის გათვალისწინებით.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.
27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













