საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია

26 ნოემბერი 2026

ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.  
სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. 
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს მიღებული ეკონომიების ხარჯზე რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროებზე, კერძოდ ცვლილება შედის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში, მათ შორის,  სპორტის მიმართულებით იზრდება ეროვნული ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების მონაწილეთა მხარდაჭერის დაფინანსება.   
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.  
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა  (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)