ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რიგგარეშე სხდომა ბათუმის საკრებულოში
27 სექტემბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგი კოლეგებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა სირაბიძემ წარუდგინა.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს საკრებულოს დადგენილების პროექტზე, რომლის თანახმადაც ცვლილებები შედის ქ. ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში და იგი 2 მლნ 250 ათასი ლარით იზრდება. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძის განცხადებით, მიმდინარე ეტაპისთვის თვითმმართველობის წინაშე გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე, შენობებზე, მიმდებარე ტერიტორიებსა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების გახორციელება. არჩილ ვანაძის თქმით, ცვლილება შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კაპიტალური მშენებლობის, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობის, ა(ა)იპ ბათუმის კორპუსის ქვეპროგრამებს. სხდომაზე წარმოდგენილ საკრებულოს დადგენილების პროექტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
საკრებულოს წევრებმა, ასევე, მხარი დაუჭირეს „ქ. ბათუმის მთავრობასა და ზაზა ბერიძეს შორის დადებულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნასყიდობის 2006 წლის 02 ივნისის Nნ-13 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს. პროექტის მიზანს წარმოადგენს ქ. ბათუმში გორგასლისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე კონკურსის წესით გასხვისებულ 445,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური, მრავალსართულიანი ობიექტის მშენებლობის დასრულება.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცლილებები შევიდა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში. აღნიშნული დადგენილების მიღების მთავარი მიზანია, მიეცეს განვითარების საშუალება ქალაქის ტერიტორიაზე იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, რომელთა სართულების რაოდენობა შეადგენს ერთ, ორ ან სამ სართულს. განვითარებაში კი მთავარი ხელის შეწყობის საფუძველი იქნება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) გაზრდა, რაც აღნიშნული კატეგორიის სახლებს საშუალებას მისცემს არსებულზე მეტი რაოდენობით დაიდგინონ მიწის ნაკვეთის საზღვრები.
საკრებულოს სხდომას, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, მერიის სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6635
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები