საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა

23 სექტემბერი 2026

ბათუმის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გეგმა  და შესაბამის აქტივობებზე იმსჯელეს.
კამპანია ,,ვარდისფერი ოქტომბერი“ მთელ მსოფლიოში ყოველი წლის ოქტომბერში აღინიშნება და მისი მთავარი მიზანია ქალთა ცნობიერების ამაღლება ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ, მათ შორის, საქართველოში მოქმედი უფასო სკრინინგის პროგრამების, რეგულარული თვითშემოწმებისა და მამოგრაფიული კვლევის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
სხდომას მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძე ხელმძღვანელობდა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 სექტემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)