2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოწვეული იყვნენ საზოგადოებრივი დარბაზის წევრები, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ბათუმის მერის მრჩეველი არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების საკითხებში, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები .
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ თეიმურაზ ყურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა „თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის N50-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ინიცირებული წინადადების მოწონების თაობაზე განკარგულების პროექტი.
თეიმურაზ ყურაშვილის განცხადებით ცვლილებების მიზანია, ქალაქის განაშენიანების მარეგულირებელი ერთ-ერთი პარამეტრის (მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, იგივე K2) მაქსიმალური მნიშვნელობის ახალი სიდიდეების დადგენა და ამ საკითხში მუნიციპალიტეტის როლის გაძლიერება, ასევე, ზოგიერთი კონკრეტული ფუნქციური ზონისათვის უძრავი ქონების დასაშვები სახეობების ჩამონათვალის დაზუსტება, მათ შორის ისეთი ობიექტებისაც, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.
ფრაქციის წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, რომ „მოქმედი რეგულაციებით არ არის გათვალისწინებული K2 კოეფიციენტის ზედა ზღვარი, რის გამოც ხშირად სერიოზული პრობლემები ექმნება ახალმშენებლობების მიმდებარე განაშენიანებასა და მთლიანად ქალაქის გარემოს. დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუწყობს ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებას“.
საკითხების განხილვისას საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სხდომის მონაწილეებმა.
„რესპუბლიკელები“ ფრაქციის სხდომაზე განხილული განკარგულების პროექტის წარდგენას საკრებულოს სხდომაზე უახლოეს მომავალში გეგმავს.