ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პრეზენტაცია
15 ნოემბერი 2024
 

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტი ნახევარმილიარდიან ნიშნულს მიუახლოვდა.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა ბათუმის საკრებულოში დღეს გაიმართა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 492,000.0 ათას ლარს შეადგენს.
პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება, მუნიციპალური სერვისების განვითარება, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება.
ბათუმის საკრებულოში ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი 13 ნოემბერს შემოვიდა.
რეგლამენტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქ ბათუმის მერს არაუგვიანეს 25 ნოემბრამდე გადაუგზავნის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელ დასკვნას, შენიშვნებითა და წინადადებებით.
თავის მხრივ, ქალაქ ბათუმის მერი ვალდებულია განიხილოს პროექტის თაობაზე გამოთქმული მოსაზრებები, შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად.
ბათუმის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.
ქალაქ ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=1378

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 209
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები