ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები
25 სექტემბერი 2024
 

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილების მიხედვით, განკარგულებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხას დაემატა ორი ობიექტი, ხოლო უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმას - ასევე, ორი ობიექტი.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ბაგრატიონის ქუჩა N127-ის მიმდებარედ არსებული 441,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა, შემდგომში მისი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.
სხდომაზე დაამტკიცეს ქ. ბათუმში, ადლიის ქ. N59-სა და ადლიის III ჩიხი N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. განკარგულების მიხედვით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე იგეგმება მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა, რომლის გეგმარებით ერთეულში მოქცეული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარებისთვის იცვლება პარამეტრები, მათ შორის, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის სიდიდე, ასევე, მაქსიმალური სიმაღლეები და სხვა პირობები. პროექტით გათვალისწინებულია 80 მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი.
საკრებულომ ასევე დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, ზღვისპირის ქ. N1ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. განკარგულების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,ორბი ჯგუფი მილენიუმი“ გეგმავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ცვლილება. პროექტში აღნიშნულია, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პირობებში, გათვალისწინებული იქნება მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სივრცეების მოწყობა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N261-ე დადგენილების შესაბამისად.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 291
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები