ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
07 აგვისტო 2024
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის მოქმედ წესში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს.
დადგენილების პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირის ან ოჯახის მიერ უსახლკარო პირად ან ოჯახად დარეგისტრირების კრიტერიუმებში, ასევე, ემატება მუხლი განაცხადების კომისიური წესით განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი კომისია გასცემს რეკომენდაციას პირის ან ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ბათუმის მერი.
სხდომას საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 638
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები