ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ოცნების ქალაქში 582 ოჯახის შესახლების პროცესი დაიწყო.
28 ივლისი 2024
 

ოცნების ქალაქში 582 ოჯახის შესახლების პროცესი დაიწყო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დაპირებისამებრ, ოცნების ქალაქის პირველი მობინადრეები ძმები, ანრი და კახა ბერიძეები გახდნენ. დღეს ოცნების ქალაქში 30-მდე ოჯახს გადაეცა გასაღები და ახალაშენებულ კომპლექსში შესახლდა. შესახლების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
პირველ ეტაპზე ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ ოჯახებზე გადანაწილდა. შესახლების პროცესი დოკუმენტაციის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ დაიწყო.
ე.წ ოცნების ქალაქში 582 ოჯახზე გათვლილი სამი 12-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი აშენდა. პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება უკვე დაწყებულია. პროექტის ახალი ეტაპი მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.
ოცნების ქალაქი არის ერთ-ერთი მასშტაბური უპრეცედენტო სოციალური პროექტი, რომლის განხორციელების გადაწყვეტილებაც
აქ მცხოვრები 1600-ზე მეტი ოჯახის მძიმე სოციალური პირობების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
ახალმობინადრეებისთვის ბინების გადაცემის პროცესში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე მონაწილეობდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 688
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები