ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია
11 ივლისი 2024
 

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიამ მიმდინარე წლის ბათუმის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
წარმოდგენილი პროექტით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 7,000,8 ათასი ლარით იზრდება და მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით ხორციელდება მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციიის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება იგეგმება როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში როგორც ინფრასტრუქტურის, ისე განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით.
კომისიამ იმსჯელა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრის, აუქციონის პირობებისა და ჩატარების პროცედურის დადგენის შესახებ, ასევე - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატან ცვლილებებზე.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 729
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები