2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები
ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი 68 მლნ ლარით გაიზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების სახით მიიღო. წარმოდგენილი ცვლილებებით დამტკიცდა 2024 წლისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შევიდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში.
ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელები საერთო ჯამში 68,000.0 ათასი ლარით გაიზარდა და 450 მლნ ლარი შეადგინა.
გაზრდილი ბიუჯეტი, ძირითადად, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით გადანაწილდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, დასახლება კახაბერში არსებული 8200,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. 05.31.12.105) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, შემდგომში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის მიზნით.
საკრებულომ 2025 წლის 1-ელ იანვრამდე შეაჩერა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილების ნაწილის მოქმედება. კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ქალაქ ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დასაშვები იქნება ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ქ. ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე - ელექტროტრანსპორტის (მხოლოდ სამ ბორბლიანი ელექტრო სკუტერის) გადაადგილება.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. კერძოდ, განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას დაემატა ერთი ობიექტი, ხოლო საპრივატიზებო მოძრავი ობიექტების ნუსხას - ასევე ერთი ობიექტი.
სხდომაზე დამტკიცდა ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის I ჩიხი, 16ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობა. განკარგულების მიხედვით, საპროექტო ობიექტის სიმაღლის გადამეტების საკომპენსაციოდ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას მაკომპენსირებელი ღონისძიების შერჩეული სახე გადასცეს ქალაქ ბათუმის მერიას. ამასთან, საკვლევ ობიექტს სავარაუდო ფართების მიხედვით უნდა გააჩნდეს მინიმუმ 291 ავტოსადგომი, რაც ესკიზის მიხედვით გათვალისწინებულია და ავტოსადგომების რაოდენობა დაზუსტდება დეტალური პროექტირებისას.
ცვლილებები შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის N 25 განკარგულებაში. წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისიწინებს მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების ახალი რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) განაშენიანების მართვის რეგლამენტში ცვლილებას.
სხდომაზე განიხილეს „განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ“ საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის Nგ-15.15241218 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ საკითხი.
ასევე დამტკიცდა ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის N14 დადგენილებაში. კერძოდ, განმცხადებლის, შპს ,,სმარტ დეველოპმენტის’’ განმარტებით, საკადასტრო აგეგმვითი ნახაზის შესაბამისად მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად, მიწის ნაკვეთების ფართობმა შეადგინა 9728.00 კვ.მ, რაც რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამზე ნაკლებია. ფართობის შემცირების მიზეზი არის ორი მიწის ნაკვეთი - 05.32.03.101 და 05.32.16.239, რომლებიც არის გადაფარვაში. ფართი შემცირდა მხოლოდ 17.00 კვ.მ-ით, რაც გავლენას არ ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ცვლილების შედეგად, დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის მთელ ტექსტში, სადაც გეგმარებითი ერთეულის და საპროექტო ტერიტორიის ფართობად მითითებულია 9 745 კვ.მ, მიეთითება 9728 კვ.მ.
საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირი N1-ში, თამარ მეფის გამზირი N5გ-ში (ს/კ N05.30.39.004; N05.30.39.016) მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმა. აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,სიტი გაიდი’’ გეგმავს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, სადაც შენობა-ნაგებობ(ებ)ის მიწისქვეშა ორ სართულზე (-1 და -2 დონეებზე) მოეწყობა 450 ავტოსადგომი მოქმედი სტანდარტების გათვალისწინებით, ხოლო შპს „სიტი გაიდის“ ხელმძღვანელობის კერძო ინიციატივის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სკვერი, კერძოდ: მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, დასაჯდომი სკამები, საპარკე განათებები. დაირგვება მოცემული ტერიტორიის კლიმატური პირობებისთვის შესაბამისი ხე-მცენარეები, რაც საშუალებას იძლევა გდგ კვლევის არეალში განლაგებულ დასახლებაში (კვარტალში) გაჩნდეს საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე გამწვანებული ტერიტორია (სკვერი).
სხდომაზე დამტკიცდა ქალაქ ბათუმში, ბაღის ქ. N10ზ-ში; ბაღის ქ. N10დ-ში; ბაღის ქუჩაზე; ბაღის ქ. N10ვ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე: N05.34.25.745; N22.21.01.050; 05.34.25.768; 05.34.25.619 და საზოგადოებრივი სივრცის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობა. საპროექტო ობიექტის სიმაღლის გადამეტების საკომპენსაციოდ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას მაკომპენსირებელი ღონისძიების შერჩეული სახე გადასცეს ქალაქ ბათუმის მერიას. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია დახურულ მიწისქვეშა სივრცესა და მიწისზევით დახურული, შენობის მე-2 დონეზე ავტოსადგომების მოწყობა.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს, მუნიციპალიტეტის მიერ სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მოიჯარეების ხელშეწყობის მიზნით.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (პლაჟის მონაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, რაც მუნიციპალიტეტის მიერ 2023 წელს იჯარით მოსარგებლე პირებზე სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, 4 (ოთხი) თვით ზაფხულის სეზონზე, 2024 წლის 20 ივნისიდან 20 ოქტომბრამდე ვადით, სარგებლობაში გადაცემას ითვალისწინებს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანაავტორის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოცენტის ნადია საბაშვილის სახელის უკვდავყოფის მიზნით, ქ. ბათუმში, პ. მელიქიშვილის N2-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა განთავსდება.