2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს.
დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბიუჯეტის პროექტში ასახული პროგრამები და ქვეპროგრამები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 365,000.0 ათას ლარს შეადგენს, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება 164,801.7 ათასი ლარით დაფინანსდება:
კერძოდ:
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება – 53,463.7 ათასი ლარით;
სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარება – 26,139.5 ათასი ლარით;
საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 24,988.9 ათასი ლარით;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი – 46,703.5 ათასი ლარით;
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და მართვა – 9,776.1 ათასი ლარით;
ქალაქის კეთილმოწყობა – 2,731.3 ათასი ლარით;
ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება 39,799.8 ათასი ლარით;
მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა - 998,7 ათასი ლარით;
სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია 769.9 ათასი ლარით;
საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია 10,687.9 ათასი ლარით;
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია 850.3 ათასი ლარით.
კომისიის სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე Mindia Goguadze უძღვებოდა.
დაინტერესებულ პირებს ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის დეტალური პროექტი, განმარტებით ბარათთან და პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად, შეუძლიათ იხილონ აქ: https://www.batumicc.ge/index.php?l=1&menu=1324