ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ტრენინგი
07 სექტემბერი 2023
 

UESAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრებისა და აპარატის მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის თემა გახლდათ „მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება“ და ,,საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულება“. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მიმოიხილეს საკრებულოს ძირითადი უფლებამოსილებები, საფინანსო-საბიუჯეტო უფლებამოსილებები, აღმასრულებლის კონტროლის მექანიზმები, ქონების მართვა-განკარგვა, პროცედურული საკითხები, საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულების კანონით გათვალისწინებული ფორმები, ამომრჩეველთან კომუნიკაციის თემები და საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების ინოვაციური მექანიზმები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1365
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები