ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია
10 თებერვალი 2023
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა შვიდი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე განიხილეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებები. პროექტის მიხედვით, დაფინანსება იზრდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის, გარე განათების ქსელის განვითარებისა და მოვლა პატრონობის, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა პატრონობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის, ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის, საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობისა და კაპიტალური რეაბილიტაციის ღონისძიებებში.
სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის 2023–2027 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა და ქალაქის ოთხ ლოკაციაზე (მეჯინისწყალზე, ფრიდონ ხალვაშის N188–ში; რუსთაველის ქ. N20–ში; რუსთაველის ქ. N21–ში; ფარნავაზ მეფის N68–ში) განაშენიანების დეტალური გეგმების დამტკიცების საკითხები. ასევე, იმსჯელეს ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებსა და ბენეფიციართა შერჩევის დამტკიცებულ ინსტრუქციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების მორიგ საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1295
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები