2022 წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის /ნინოშვილის ქ.32/35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა)
შეხვედრა სამაჟორიტარო უბანში
09 ივნისი 2022
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე დღეს თავის სამაჟორიტარო უბანში იმყოფებოდა.
მაჟრიტარ დეპუტატს ბაგრატიონის ადმინისტრაციული უბნის, შავშეთის ქუჩის N14-სა და N16-ში მხოვრებმა მოქალაქეებმა კანალიზაციისა და სანიაღვრე არხების პრობლემის მოგვარების მიზნით მიმართეს.
მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ბაგრატიონის (ერთი) ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის მენეჯერი ირაკლი სანადირაძე და ,,ბათუმის წყალის'' თანამშრომლები.
ადგილზე ვითარების შესწავლის შემდგომ შედგა გასახორციელებელი სამუშაოების გეგმა. მოქალაქეთა მიერ მითითებული პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს დღეებში დაიწყება.
მნახველთა რაოდენობა: 110
ბმულები