ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში
17 ნოემბერი 2021
 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიაში დღეს ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი სამუშაო ვერსია განიხილეს.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით მომავალ წელს ბათუმის ბიუჯეტიდან 18,408,600 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნული ასიგნებებიდან ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე 5,612,200 დაიხარჯება. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში აღნიშნული თანხა გადანაწილდება შემდეგ მუნიციპალურ ქვეპროგრამებზე: მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა; ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია; ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება; შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია; ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია; ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება; მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება; თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება; სამედიცინო დაწესებულებების შესაძლებლობების კვლევა.
სოციალური მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება შემდეგი ქვეპროგრამები: კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება; მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა; მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება; მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება; მუნიციპალური უფასო სასადილო; დროებითი ღამის თავშესაფარი; საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა; მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა.
პროექტის მიხედვით, სანიტარიული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი ქვეპროგრამები: ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარული მონიტორინგი; დეზინსექცია დერატიზაციის ღონისძიებები; მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ბათუმის საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. პროექტის თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ჯამში 252,547,400 ლარს შეადგენს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1998
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები