2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის დამტკიცებისთვის საჭირო გასატარებელ ღონისძიებებს. როგორც ცნობილია, ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ურთულეს პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების არსებობა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ერთ-ერთ ასეთ დასახლებას წარმოადგენს ე.წ. „შანხაის დასახლება“. საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დასახლებაში დაგეგმილია სოციალური სახლების მშენებლობა, რომლითაც საბოლოოდ გადაწყდება აღნიშნული პრობლემა. პროექტის განხორციელებისთვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხა უკვე გათვალისწინებულია.
სხდომაზე დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ 20485, 0 კვ. მ. ფართის ტერიტორიაზე დაგეგმილია დაბალი ინტენსივობის ორსართულიანი სასტუმრო ფუნქციის მქონე ელიტარული ვილების მშენებლობა. წარმოდგენილ საპროექტო ტერიტორიაზე საჭირო გახდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრების ცვლილება, რაც არსებითად არ აისახება დადგენილი ზონის მოთხოვნებზე. კერძოდ განსაზღვრულია: 1) შზ-4 ზონაში დადგენილი განაშენიანების მაქსიმალური (კ-1) კოეფიციენტი 0.2 მაჩვენებლიდან გაიზარდოს 0,3- მაჩვენებლამდე. 2) შზ-4 ზონაში დადგენილი მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრიდან შემცირდეს 8 მეტრამდე.
საკრებულოს წევრებმა დღესვე მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაც დაამტკიცეს. პროექტის მიხედვით, შპს ,,ორბი ჯგუფი ბათუმის“ სახელზე გაცემულია ინიცირების ბრძანება ქ. ბათუმში, წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში და მოიცავს ფიროსმანის, ჟიული შარტავას, შ. ხიმშიაშვილისა და დავით ხახუტაიშვილის ქუჩებს შორის არსებულ კვარტალს, რომელზეც განთავსებულია მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: 05.24.05.218, 05.24.05.250, 05.24.05.246, 05.24.05.247, 05.24.05.237, 05.24.05.222 და 05.24.05.102. ინიციატორის მიერ დაგეგმილია ქალაქ ბათუმში, ფიროსმანის ქ. N14; ფიროსმანის ქუჩაზე, სპორტსკოლის მიმდებარედ და ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ. N7ბ-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე N05.24.05.218 და N05.24.05.250 მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. თუმცა, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ხდება k2 კოეფიციენტის გადამეტება, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ეტაპზე წარმოდგენილი და შეჯერებული უნდა იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა, რომ მყიდველი ვალდებულია შეძენილ მიწის ნაკვეთზე ააშენოს არანაკლებ 100 ნომრიანი შენობა-ნაგებობა და განახორციელოს არანაკლებ 60 000 000 ლარის ინვესტიცია. ამასთან, შეძენილი მიწის ნაკვეთიდან, ქ. ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №7ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ:05.24.05.250) ხარჯზე შპს „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ (ს/№445468798) უნდა ააშენოს არანაკლებ 10,00 მეტრი სიგანის საავტომობილო გზა, რომელიც ჟიული შარტავას გამზირს დააკავშირებს ხახუტაიშვილის ქუჩასთან.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით სარგებლობაში განსაკარგი ქონების (მიწის ნაკვეთი) საწყისი წლიური სარგებლობის საფასური, შემდგომი განკარგვის მიზნით. კერძოდ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით (№19/1421040218-03, 09.02.2021წ) მომართა ფიზიკურმა პირმა რამაზ მორთულაძემ, რომელიც ითხოვს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, აეროპორტის გზატკეცილი №300ა-ს მიმდებარედ არსებული 74.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №05.32.22.011) 5 წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადაცემას, ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის და სწრაფი კვების ობიექტის მოწყობის მიზნით. საკრებულომ ასევე დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები.
საკრებულოს გადაწყევტილებით, შპს „მზიური რეზორტს“ მიეცა თანხმობა ქ. ბათუმში, დაბა მახინჯაურში, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდის მოსაწყობად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ, ქ. ბათუმში, დაბა მახინჯაურში მდებარე 50,0 კვ.მ (ს.კ. 05.34.30.006) და 48,0 კვ.მ (ს.კ. 05.34.30.008) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ხიდის საყრდენების განთავსებაზე, შემდეგი პირობებით: გადასასვლელი ხიდი იქნება სრულიად ადაპტირებული შშმ პირთათვის; ხიდით შეუფერხებლად სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ პირს; შპს „მზიური რეზორტი“ №05.34.30.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მოაწყობს თანამედროვე დიზაინის მგზავრთა მოსაცდელს; №05.34.22.328 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2316,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული პროექტით მოაწყობს საერთო სარგებლობის სკვერს. გადასასვლელი ხიდის და სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით და დაასრულებს არა უგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა მახინჯაურში მდებარე, უძრავი ქონების (ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, შემდგომში იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის მიზნით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში არსებულ სარეკრეაციო (გამწვანებული) ტერიტორიას სკვერის სტატუსი და ზაქარია ფალიაშვილის სახელი მიენიჭა.
მორიგ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე უძღვებოდა.