2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ჩვენი ქალაქი
ბათუმი საქართველოს საზღვაო ჭიშკარი, ერთ-ერთი უძველესი და სტრატეგიული ქალაქია, რომელსაც დაახლოებით ორიათასი წლის ისტორია აქვს და რომლის სახელზეც ფული იჭრებოდა.ქალაქი გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე ჩრდ-აღმ-დან სამხ-დას-კენ 7 კმ-ზე. ღრმა კარგად დაცული ბუნებრივი ნავთსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას.
ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ. წთ-ით მე-4 საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. იგი შავი ზღვის სანაპიროზე კოლხეთში მდებარე ქალაქს "ბათუსის" სახელით მოიხსენიებს. ისტორიული ბათუსი კოლხეთის სამეფოს უპირველესი ნავსადგური იყო."ბათუსი" ბერძნული სიტყვაა და ღრმას ნიშნავს. ბათუმს შავ ზღვაზე ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს. ძველი ბათუმის ცენტრად თამარის დასახლებაში არსებული, თამარის ციხედ წოდებული ბორცვი ითვლებოდა, რომელიც ყოროლისწყლის ხეობაში ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.
ქრისტეშობიდან მე-2 საუკუნეში, იმპერატორ ადრიანეს დროს, ბათუმში რომაელთა გარნიზონი იდგა.
მე-5 საუკუნეში საქართველოს მეფემ ვახტანგ გორგასალმა იგი თავის სამფლობელოს შეუერთა. მე-6, მე-7, მე-8 საუკუნეებში ბათუმსა და მის მხარეს ეგრისისა და აფხაზეთის მთავრები მართავდნენ. შემდეგ პერიოდში ბათუმის მიწებს გურიელების საგვარეულო ფლობდა.
1461 წელს ოსმალებმა დაიპყრეს ტრაპიზონის იმპერია, რომლის შემდეგაც მათი ყურადება მიპყრობილი იქნა საქართველოსაკენ. 1547 წელს ოსმალებმა ჯერ გონიოსა და ჭოროხის გადმოღმა ტერიტორიები დაისაკუთრეს, შემდეგ კი ბათუმი მთლიანად დაიმორჩილეს. 1878 წელს რუსეთ-თურქეთს შორის დადებული ზავის შედეგად, თურქეთის მხარემ რუსეთის იმპერიას გადასცა სამუსლიმანო საქართველოს ნაწილი, სადაც ბერლინის ტრაქტატის საფუძველზე, შეიქმნა ბათუმის ოლქი, რომელშიც გაერთიანებული გახლდათ სამი ოკრუგი:- ბათუმის, ართვინისა და აჭარის. ოლქის დედაქალაქად დასახელდა ბათუმი.
1878 წლის 25 აგვისტოს აჭარა ოსმალთა იმპერიის სამასწლიანი ბატონობის შემდეგ, დედასამშობლოს დაუბრუნდა და ამით დაიწყო ახალი ეტაპი ბათუმის ისტორიაში. სანამ ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭებოდა, რომლის საფუძველზედაც უნდა არჩეულიყო სათათბირო და ქალაქის თვითმმართველობის ორგანო, მანამდე ქალაქის მეურნეობის ხელმძღვანელობა დავალებული ჰქონდა საპოლიციო სამმართველოს, რომლესაც თავკაცობდა პოლიცმეისტერი.
1878 წლის 20 ოქტომბერს ბათუმის ოლქის პირველმა გენერალ-გუბერნატორმა კონსტანტინე კომაროვმა ქალაქ ბათუმისა და მისი ოლქისათვის შექმნა "სამოქალაქო" მმართველობის შტატი. ბათუმის ოკრუგის უფროსად დაინიშნა პოლკოვნიკი გრიგოლ გურიელი, მის მოადგილედ კი ამილახვარი, ქალაქ ბათუმის უბნის უფროსად დაინიშნა გაბუნია.
1883 წლის 12 ივნისს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის ოლქი გაუქმდა და იგი შეუერთდა ქუთაისის გუბერნიას. (1883 წლის 12 ივლისიდან 1903 წლის 1 ივლისამდე ბათუმის ოლქი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში) ქალაქის სწრაფმა განვითარებამ ქუთაისის გუბერნატორი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმში შემოეღოთ სამოქალაქო მდგომარეობა. ამ მიზნით 1887 წლის ნოემბერში შეიქმნა კომისია კ.ა. სევერინის თავმჯდომერეობით მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებისათვის. 1888 წლის 25 აპრილს მოვიდა მისი აღმატებულების ბრძანება შემოღებულიყო ბათუმში საქალაქო მდგომარეობა, 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, რის საფუძველზეც,ქალაქის თავის თანამდებობა პირველ ოთხ წელს უნდა ყოფილიყო არა არჩევითი, არამედ დანიშვნითი კავკასიის მთავრობის მიერ.
1888 წლის 25 აგვისტოს და 2 სექტემბერს ჩატარდა ხმოსანთა პირველი არჩევნები. იმავე წლის 1 ოქტომბერს თანამდებობის პირთა არჩევნებისა და ფიცის მიღების შემდეგ ქალაქის საზოგადოებრივმა მმართველობამ დაიწყო მოღვაწეობა და ქალაქის თავად დაინიშნა კ.დ.გავრონსკი. ბათუმის საქალაქო სათათბიროში არჩეული იქნა 36 ხმოსანი.
პირველი თანრიგის; ციმერმანი ა.ფ, კოიანდერი ა.ი, კოვალიოვი ვ.ა, მელქონიანცი ო.გ, პასსეკი ნ.ბ, სევერინი კ.ა, ერგარდტი ე.ფ, ზროდლოვსკი ს.ი, ვანშტეიდი ა.ი, მამულოვი ი.ა, რელიგიონი ფ.ა, ცეიტლინი მ.გ.
მეორე თანრიგის: ბიკოვი დ.ი, ტიხუმოვი მ.ნ, ყარა-არა-ზადე-ჰუსეინ-ეფენდი, ბოიანი ი.ს, ალავერდოვი ა.რ, მჭედლოვი ლ.ლ, კესის-ოღლი მ, კოხჩოევი ი.ი, სტეპნოვი გ.ა, ტერ-ასატუროვი ნ.ბ, ცატუროვი ა.ა, ეფრემიდი ნ.პ.
მესამე თანრიგის: აბაშიძე-სანჯაყ-ბეგ-ზადე-იბრაგიმ-ბეგი, ოგანეზოვი ს.ა, ხარაზოვი დ.ფ, საბაშვილი ს.ს, როსტომ-აღა-ზადე-სულეიმან-აღა, ვარშავსკი ი.მ, აბაშიძე სანჯაყ-ბეგ-ზადე-ჰუსეინ-ბეგი, მასუმოვი გ.დ, შადინოვი ი.ს, მჭედლოვი გ.ლ, კოჩეტკოვი გ.ე,დავითაია პ.ზ.
პირველი ოთხწლეულის ქალაქის თვითმმართველობა შედგებოდა შემდეგი თანამდებობის პირებისაგან: მთავარმმართებლის მიერ დანიშნული ქალაქის თავი გავრონსკი და თვითმმართველობის სამი წევრი: ქალაქის თავის მოადგილედ დ.ი, ბიკოვი, ა.ი,კოიანდერი და ი.ს, შადინოვი.ქალაქის მდივნად დაინიშნა ი.ს, მესხი ბუგჰალტრად დაინიშნა ს.ს, ტარუმოვი, საქმეთა მმართველად მ.ა,ჩხარტიშვილი, მოლარედ გ.გ, გუდზი და სანაპიროს ზედამხედველად ს.პ, ვერნიგორი. ამით დასრულდა ქალაქის საზოგადოებრივი თვითმმართველობის სრული ორგანიზაცია.
სათათბიროს პირველი შემადგენლობა ფუნქციონირებდა არა 4 არამედ 6 წელს.
1894 წლის 12 ოქტომბერს ჩატარდა ხმოსანთა არჩევნები, რომლის შედეგად არჩეული იქნა 35 ხმოსანი. არჩეულმა ხმოსნებმა 1894 წლის 25 ნოემბერს დადეს ფიცი და იმავე დღეს აირჩიეს სათათბიროს თავმჯდომარე. თავმჯდომარედ არჩეული იქნა ხმოსანი ს.ზროდლოვსკი.1895 წლის 25 იანვარს კი ჩატარდა თვითმმართველობის თანამდებობის პირთა არჩევნები.ქალაქის თავად აირჩიეს ლუკა ასათიანი, იგი დაიბადა 1826 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ქვიტირში. ქუთაისის ოთხკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ბაქოს ოლქის სასამართლო მწერლად მუშაობს, საიდანაც გადაიყვანეს ქუთაისის ოლქის სასამართლო წევრად. რამდენიმე წლის შემდეგ ასათიანი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ერევანში, სადაც მუშაობა დაიწყო გუბერნიის სამმართველოში. აქ მან დაიმკვიდრა პატიოსანი მუშაკის სახელი, რამაც განაპირობა მისი სამსახურეობრივი დაწინაურება და დანიშნეს ქუთაისის ოლქის სასამართლოს წევრად, საიდანაც აირჩიეს ქუთაისის ქალაქის თავად.
1898-1902 წწ ოთხწლეულის ხმოსანთა არჩევნები ჩატარდა 1898წ 18 ოქტომბერს და 15 ნოემბერს. ხმოსნებად აირჩიეს: მურამოვი ი.გ, ტრიანტიფილიდესი ტ.ი, ვაკიეა.ნ, თავადი ნაკაშიძე მ.მ, ხაჯიმუროვი ა.ა და სხვები. 2 დეკემბერს ხმოსნებმა ფიცი დადეს და იმავე დღეს ხმოსანი კ.ა,სევერინი არჩეული იქნა სათათბიროს თავმჯდომარედ.
1899 წლის 7 ინვარს ჩატარდა თანამდებობის პირთა არჩევნები, რის შედეგადაც შენარჩუნებული იქნა ადრე არჩეული თანამდებობის პირები. კერძოდ: ლ.ასათიანი ქალაქის თავი, გ.ი, ვოლსკი თვითმმართველობის წევრი და ი,ს მესხი ქალაქის მდივანი. ამ ოთხწლეულის პერიოდში ქალაქის პირთა შემადგენლობაში მოხდა შემდეგი ცვლილება: 1900 წლის სექტემბერში გარდაიცვალა სათათბიროს თავმჯდომარე კ,ა სევერინი და მის ნაცვლად არჩეული იქნა ხმოსანი თავადი მ.მ ნაკაშიძე.
1901 წ 9 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა ქალაქის თავი ლუკა ასათიანი და იმის გათვალისწინებით, რომ განსვენებულს კიდევ ჰქონდა ერთი წელი ვადა 1902 წლის 17 იანვარს ჩატარდა ახალი არჩევნები და ქალაქის თავად არჩეული იქნა თავადი ი.ზ.ანდრონიკაშვილი
ლუკა ასათიანის უეცარმა სიკვდილმა საზოგადოების დიდი მწუხარება გამოიწვია, მისი ნეშტი გადაასვენეს თავის მშობლიურ ქალაქ ქუთაისში. მისი სახელი კი მიენიჭა ახლანდელი ერას ქუჩის ერთ მონაკვეთს. აჭარის გასაბჭოების შემდეგ ქუჩას მ.გორკის სახელი მიენიჭა.
ამჟამად ლუკა ასათიანის სახელი მინიჭებული აქვს იმ ქუჩას სადაც განთავსებულია ქ.ბათუმის ქალაქის საბჭოს /მერიის/ შენობა. თავდაპირველად ქალაქის თვითმმართველობა მდებარეობდა ნაქირავებ ბინაში მარინის პროსპექტსა და მიხეილის ქუჩების კუთხეში თავადი გურიელის სახლში, ხოლო 1902 წ დამთავრდა ქალაქის საბჭოს ვრცელი, მოხერხებული შენობის მშენებლობა დიდი დარბაზით სათათბიროს სხდომისათვის. საკანცელარიო სამმართველოს და სამშენებლო განყოფილების გარდა პირველ სართულზე განლაგებული იყო ქალაქის ლომბარდი და სხვა დაწესებულებები, მათ შორის ბიბლიოთეკა. ეს დიდებული შენობა დღესაც ამშვენებს ჩვენს ქალაქს და მნახველის დიდ ყურადღებას იპყრობს.
1902 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა მე-3 მოწვევის სათათბიროს ხმოსანთა არჩევნები, რის შედეგადაც არჩეული იქნა 24 ხმოსანი, მათ 4 იანვარს დადეს ფიცი და იმავე დღეს არჩეული იქნა სათათბიროს ხმოსანი ი.ს. პანასევიჩი. 1903 წლის 24 მარტს ჩატარდა თვითმმართველობის თანამდებობის პირთა არჩევნები, ქალაქის თავად არჩეული იქნა თავადი ი.ზ ანდრონიკაშვილი, სათათბიროს წევრად გ.ი.ვოლსკი და ქალაქის მდივნად ი.ს.მესხი.
ლუკა ასათიანის მემკვიდრემ, ივანე ანდრონიკაშვილმა გაამართლა ხალხის ნდობა და 14 წლის განმავლობაში უძღვებოდა ქალაქის საქმიანობას მის სახელთან არის დაკავშირებული ახალი სასმელი წყლის სათავე ნაგებობებისა და ქალაქის ირგვლივ ჭაობების ამოშრობისათვის მიმდინარე სამუშაოების წარმოება.
1915 წლის 17 აგვისტოს შედგა ქალაქის თავის არჩევნები და ხმის უმრავლესობით ქალაქის თავად მეოთხეჯერ აირჩიეს ივანე ანდრონიკაშვილი.
1916 წელს ივანე ანდრონიკაშვილი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და მისი ადგილი დაიკავა ევგენი კრინიცკიმ (დარახველიძე), რომელიც ეროვნებით ქართველი იყო. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ევგენი კრინიცკი დაინიშნა ბათუმის ოლქის კომისრად, რომელმაც იმ პერიოდში ბათუმის ოლქში სტაბილურობა შეინარჩუნა.
ევგენი კრინიცკი ბათუმის თავის თანამდებობაზე ვ.საბახტარიშვილმა შეცვალა, საბახტარიშვილი- ჯავახიშვილმა, ჯავახიშვილი-ანჟაფარიძემ.ასე რომ ქალაქ ბათუმს მუდამჟამს თავკაცობდნენ ეროვნებით ქართველნი.
(1888 წლიდან ქალაქის სათათბირო ფუნქციონირებდა უწყვეტლივ აჭარის გასაბჭოებამდე, ანუ 1921 წლამდე).
1921 წლის 16 ივლისს გამოვიდა საქართველოს რევოლუციური კომიტეტის N 54 დეკრეტი, რომლის საფუძველზედაც შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და მის ცენტრად გამოცხადდა ქალაქი ბათუმი.
აჭარის გასაბჭოების შემდეგ, საქალაქო სათათბიროს ქალაქის საბჭოს აღმასკომი ეწოდა და ქალაქის თვითმმართველობაშიც როგორც ყველგან დამყარდა კომუნისტური რეჟიმი.
1925 წლის 13 ნოემბერს შედგა ქალაქ ბათუმისა და ჭოროხის მაზრის საბჭოების გაერთიანებული სხდომა, რომელსაც დაესწრო 173 წევრი, სხდომა გახსნა ქალაქ ბათუმის საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმერ სურგულაძე.
1928 წელს ქალაქ ბათუმის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 338 წევრით, მათ შორის 291 დეპუტატი და 47 დეპუტატობის კანდიდატით.
1930 წლის 9 მარტს არჩეული იქნა ქალაქის საბჭოს პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს იოსებ გიორგაძე.
აჭარის გასაბჭოების შემდეგ ქალაქის თავკაცთა შორის განსაკუთრებით წარმოჩინდა ეფრემ ჯიქია, იგი ქალაქის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ 1941-1953 წლებსი მუშაობდა.
90-იან წლებში ქალაქის საბჭო როგორც თვითმმართველი ორგანო არ ფუნქციონირებდა და ქალაქში გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღებოდა.
2006 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდაგენლობითი ორგანოს- საკრებულოს არჩევნები, საიდანაც დაიწყო ჩვენი ქალაქის ისტორიაში ახალი და ერთ -ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ქალაქის საკრებულოში 4 წლიანი მანდატი 15 დეპუტატმა მიიღო: ბადრი ქაჯაია, ჯუმბერ კახიძე, გოდერძი ტოტოჩავა, გიორგი დიასამიძე, ვახტანგ ღლონტი, ქართლოს მახარაძე, მათე ტაკიძე,ნოდარ დუმბაძე, გიორგი კირთაძე, დავით ჩხარტიშვილი, ნუგზარ ჩხეიძე, ირაკლი თავართქილაძე, თეიმურაზ ყურაშვილი, დავით რობაქიძე და ირაკლი ჩავლეიშვილი 5 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატები არიან. საკრებულოს 15 მანდატიდან 12 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით და მაჟორიტარულ კენჭისყრაში გამარჯვებულ დეპუტატებს, დანარჩენი სამიდან კი ერთი ლეიბორისტ დავით რობაქიძეს, ორი კი ბლოკ "დავითაშვილი, ხიდაშელი ბერძენიშვილის" წარმომადგენლებს ირაკლი ჩავლეიშვილსა და თეიმურაზ ყურაშვილს ერგოთ.
საკრებულოს პირველი სხდომა 2006 წლის 12 ოქტომბერს გაიმართა, ფარული კენჭისყრით თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ, თამარის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ქაჯაია აირჩიეს, ხოლო 27 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე საკრებულომ ქალაქის მერად ირაკლი თავართქილაძე აირჩია, მას კი საკრებულოში თეიმურაზ კახიძე ჩაენაცვლა.
2007 წლის 14 აგვისტოს საკუთარი განცხადების საფუძველზე ირაკლი თავართქილაძემ თანამდებობა დატოვა. 2007 წლის 14 სექტემბერს კი საკრებულომ 12 ხმით ახალი ქალაქის მერი რობერტ ჩხაიძე აირჩია.
2008 წლის 15 აპრილს საკრებულოს ახალი წევრი შეემატა, მათე ტაკიძეს, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა გენო თებიძე ჩაენაცვლა.
2008 წლის 11 ნოემბერს ასევე საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებიბიდან გათავისუფლდა საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი ქაჯაია, რომელმაც მოღვაწეობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელა.
2008 წლის 14 ნოემბერს კი საკრებულომ ახალი თავმჯდომარე, ბაგრატიონის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ორი წლის ვადით აირჩია.
2010 წლის (30 მაისის) მოწვევის საკრებულო 15 ნაცვლად 25 წევრით შეივსო. 25 მანდატიდან ოცი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ერგო, ორი ქრისტიან დემოკრატიულ გაერთიანებას, ორი ეროვნულ საბჭოს და ერთი რესპუბლიკურ პარტიას.
შედეგები კი ასეთია: ქალაქის ათივე სამაჟორიტარო უბანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაიმარჯვეს: ჯუმბერ კახიძე - თამარის უბანი, დავით კასრაძე ბონი- გოროდოკის უბანი, თამაზი თოფურიძე- ძველი ბათუმი უბანი, ბესარიონ ჭოხონელიძე- ძველი ბათუმის უბანი, გენო თებიძე -ხიმშიაშვილის უბანი, ნოდარი ფუტკარაძე -აღმაშენებლის უბანი, გიორგი კირთაძე - ბაგრატიონის 1 უბანი, გიორგი კავაზაშვილი - ბაგრატიონის 2 უბანი, გიორგი გაბაიძე - ბაგრატიონის 3 უბანი, ნუკრი დოლიძე -აეროპორტის უბანი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიით:- რობერტ ჩხაიძე, გოდერძი ტოტოჩავა, ეკა თარგამაძე, გიორგი დიასამიძე, გია აბულაძე, ნოდარი დუმბაძე, ზაური ფატლაძე, თამაზ გორგილაძე, მანანა ილურიძე, ალეკო ჩხარტიშვილი.
მანდატები ოპოზიციურ პარტიებზე ასე გადანაწილდა : ვაჟა ვერულიძე, ნაზიბროლა ქობულაძე-ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება, მამული ჟღენტი, ჯუმბერ კობალაძე-ეროვნული საბჭო, ხოლო ირაკლი ჩავლეიშვილი - რესპუბლიკური პარტია.
2010 წლის 17 ივნისს საკრებულომ ხმათა უმრავლესობით, მეორე ვადით ბაგრატიონის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კირთაძე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩია, ხოლო მოადგილედ, თამარის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ჯუმბერ კახიძე.
იმავე დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქის მერის თანამდებობაზე რობერტ ჩხაიძის დანიშვნის განკარგულებას, ხელი საკრებულოს წერების უმრავლესობის თანხმობით მოაწერა, ხოლო მის ნაცვლად საკრებულოში სიის მეთერთმეტე ნომერი ნაზი ფუტკარაძე შემოვიდა.
2010 წლის 6 აგვისტოს საკრებულოს წევრს გია აბულაძეს სტატუსი შეუჩერდა, რომელიც აჭარის არ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა, იგი საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიის მე–12 ნომერმა მარიზა აბაშიძემ ჩაანაცვლა.
2011 წლის 14 მარტს საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილედ საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვაჟა ვერულიძე აირჩიეს.
2012 წლის 23 ივლისს კი ბათუმის საკრებულომ დიდი დანაკლისი განიცადა, ძველი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ თოფურიძე გარდაიცვალა.
2012 წლის 9 ივნისს საკრებულოს ახალი წევრი შეემატა, კობა ზაქარაიამ საკრებულოში ეკატერინე თარგამაძე ჩაანაცვლა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის მიზნით უფლებამოსილება შეუწყდა, ამავე მიზნით საკრებულო ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღმაშენებლის უბანში ნოდარ ფუტკარაძემ დატოვა და საკრებულოს წევრთა რაოდენობა 25–დან 23 –მდე შემცირდა.
2012 წლის 29 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის მიზნით, საკრებულოს გადადგომის მოთხოვნით, მოქმედმა მერმა რობერტ ჩხაიძემაც მიმართა.
2012 წლის 4 ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის მერად , მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯემალ ანანიძე აირჩიეს.
2013 წლის 31 იანვარს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულომ ორი საკითხი– საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის გადაყენებისა და მის ნაცვლად ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევის შესახებ განიხილა.
საკრებულოს წევრებმა თოთხმეტი ერთის წინააღმდეგ მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე გადაირჩიეს. იმავე დღეს ცნობილი გახდა ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა. თხუთმეტი ხმით დეპუტატებმა თავმჯდომარედ საკრებულოს ფრაქცია „ბათუმისათვის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი აირჩიეს.
2013 წლის თებერვალში საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია „ბათუმის მომავლისათვის“ და ფრაქცია „ერთობა“ დარეგისტრირდა.
ახალი ფრაქცია „ბათუმის მომავლისათვის“ საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ შექმნა და მასთან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე, განათლების კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე გაწევრიანდნენ.
მეორე ფრაქცია „ერთობა“ საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ალექსანდრე ჩხარტიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ვერულიძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარემ ზაურ ფატლაძემ შექმნეს, ფრაქციას ალექსანდრე ჩხარტიშვილი ხელმძღავნელობს.
საკრებულოს უკვე არსებულ სამ ფრაქციაშიც განხორციელდა ცვლილებები, ფრაქცია „ბათუმისათვის“ რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ედგა სათავეში, მას საკრებულოს წევრი ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან ნაზი ქობულაძე ხელმძღვანელობს და მასთან ირაკლი ჩავლეიშვილი და მამული ჟღენტი ერთინდებიან.
ფრაქცია“ ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“–ს თავმჯდომარე კვლავ ნოდარ დუმბაძე რჩება, ვისთანაც საკრებულოს წევრები მანანა ილურიძე, გოდერძი ტოტოჩავა და გიორგი კავაზაშვილი გაერთიანდნენ.
ამ მოწვევის საკრებულოში, ყველაზე დიდი ფრაქცია „მაჟორიტარი“–ა, იგი ძირითადად მაჟორიტარებით არის დაკომპლექტებული და მას ადლიის მაჟორიტარი დეპუტატი ნუკრი დოლიძე ხელმძღვანელობს, მასთან ერთად ფრაქციაში იურიდიულ–საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე გენო თებიძე, საფინანსო–ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე დავით კასრაძე, საკრებულოს წევრები ბესო ჭოხონელიძე, გიორგი გაბაიძე, თამაზ გორგილაძე, მარიზა აბაშიძე და კობა ზაქარაია არიან.
საკრებულოში ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ჯუმბერ კობალაძე დარჩა, რომელიც არცერთ ფრაქციაში არ არის გაწევრიანებული.
2013 წლის 13 თებერვალს ქალაქის მერმა ჯემალ ანანიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, მის გადაგომას ბათუმის საკრებულომ თოთხმეტი ერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
2014 წლის 5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო. „ადგილობრივი თვითმმართველობის“ ახალი კოდექსი, რომელიც ძალაში 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შევიდა. კოდექსის მიხედვით ქალაქის მერს მოსახლეობა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე ირჩევს.
2014 წლის 12 ივლისს ბათუმის მოსახლეობამ ქალაქის მერად, მეორე ტურის საფუძველზე, 77,29 % – ით კოალიცია– "ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ერმაკოვი აირჩია.
2014 წლის მოწვევის საკრებულო 25 წევრით დაკომპლექტდა. 25 მანდატიდან 17 „კოალიცია ქართული ოცნებას“ერგო, სამი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ორი - „დავით თარხან მოურავი-პატრიოტთა ალიანსს“, ერთი წარმომადგენელი კი „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“, „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზასა“ და „ერთიანობისდარბაზს“.
79–ე საარჩევნო ოლქის მონაცემებით: ქალაქის ათივე სამაჟორიტარო უბანში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს: ირაკლი ჩავლეიშვილი, თეიმურაზ ორაგველიძე, ჯაბა ბერიძე, ლევან კინწურაშვილი, თეიმურაზ ბასილაძე, კობა ჩხეიძე, ვაჟა რამიშვილი, ლაშა სირაბიძე, ირაკლი მიქელაძე, თეიმურაზ ყურაშვილი.
ქართული ოცნების პროპორციული სიით საკრებულოში :- ირაკლი ჭეიშვილი, თამაზ თურმანიძე, თენგიზ აფხაზავა, ნატალია ზოიძე, ზაურ ახვლედიანი , ნინო ბერაძე და დიმიტრი დარჩია არიან წარმოდგენილი.
ხოლო მანდატები ოპოზიციურ პარტიებზე ასე გადანაწილდა: გიორგი კირთაძე, ნოდარ დუმბაძე, ჯუმბერ კახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დავით თედორაძე, გელა გვარიშვილი „დავით თარხან მოურავი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, გიორგი ცინცქილაძე– „ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზოცია“, რამაზ სურმანიძე „ერთიანობის დარბაზი“ და გიორგი კაკაბაძე – „სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზა“.
2014 წლის 14 ივლისს, საკრებულოს წევრებმა ოცდაერთი ხმით, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თავმჯდომარედ კოალიცია–„ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ირაკლი ჭეიშვილი აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, კი ოცი ხმით, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი.
2015 წლის ნოემბრიდან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე ლაშა სირაბიძე აირჩიეს.
2016 წლის 9 სექტემებერს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა და თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მისი მოადგილე ლაშა სირაბიძე შეუდგა.
2016 წლის 26 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე ლაშა სირაბიძე ფარული კენჭისყრით, ოცდაერთი ხმით, საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, 2016 წლის 30 დეკემბერს კი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი მიქელაძე.
2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების პირველივე ტურში მოსახლეობამ ქალაქის მერად ლაშა კომახიძე აირჩია, ხოლო ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში 19 მანდატი - პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ერგო.
79–ე საარჩევნო ოლქის მონაცემებით, ქალაქის ათივე სამაჟორიტარო უბანში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს: ნატალია ზოიძე, თამაზ სალუქვაძე, ზურაბ ნაკაიძე, ირაკლი პატარიძე, ომარ მახარაძე, გოჩა მგელაძე, ანზორ დევაძე, მიხეილ ართმელაძე, ელგუჯა ანდრიაძე, ირაკლი თოფურიძე.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით საკრებულოში სულიკო თებიძე, ლაშა სირაბიძე, ნერიმან ცინცაძე, დიმიტრი ჭეიშვილი, ნატალია ძიძიგური, ირაკლი მიქელაძე, დავით მახარაძე, თამაზ დევაძე და ბესარიონ გოგოტიშვილი შევიდნენ.
2017 წლის მოწვევის საკრებულოში ოთხი მანდატი - პარტია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. პარტიიდან საკრებულოში მირდატ ქამადაძე, ნოდარ დუმბაძე, ლევან ანთაძე, როინ ზოიძე შევიდნენ.
თითო მანდატი მიიღეს პარტიებმა - ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველო“ - რაულ თავართქილაძე და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ -არჩილ მამულაძე.
2017 წლის 20 ნოემბერს ბათუმის საკრებულოში გამართულ ახალი მოწვევის პირველივე სხდომაზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ, 19 ხმით, სულიკო თებიძე აირჩიეს.
2019 წლის 30 აპრილს ბათუმის საკრებულოში თემურ კახიძე შევიდა. კახიძემ საკრებულოში ირაკლი მიქელაძე ჩაანაცვლა, რომელმაც დეპუტატის მანდატი, 2019 წლის 27 მაისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, ასევე, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა საკრებულოს მანდატი პარტია ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა როინ ზოიძემ, რომელიც გელა დეკანაძემ ჩაანაცვლა.
2021 წლის 28 ივნისს საქართველოს ორგანულ კანონში, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ბათუმში მუნციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა ათით გაიზარდა და ნაცვლად ოცდახუთისა, გახდა ოცდათხუთმეტი.
შესაბამისად, 2021 წლის 2 ოქტომებრს გაიმართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრის მანდატი 35–მა კანდიდატმა მიიღო.
პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან“ პროპორციული სიით საკრებულოს წევრები გახდნენ: ასლან ბალაძე, როსტომ ხალვაში, ნერიმან ცინცაძე,ზურაბ ნაკაიძე, რიჩარდ სირაბიძე, ნატალია ზოიძე, ლევან ცხოიძე, დავით მახარაძე, ნინო ცხვარაძე, ლევან ბერიძე, თენგიზ აფხაზავა, თეონა ბერიძე. მაჟორიტარული წესით აირჩიეს: გოჩა მგელაძე, ლევან დოლიძე, გიორგი ლომთათიძე, მინდია გოგუაძე.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პროპორციული სიით საკრებულოს წევრები გახდნენ: კახაბერ ქაშიბაძე, რევაზ ხარაზი, თეკლა კავაზაშვილი, ლაშა კილაბერია, მამუკა ქობულაძე, ნატო ნაცარაშვილი, ალექსანდრე ვარშალომიძე, ილია ჯინჭარაძე, ქეთევან ლასტაკანიძე, ბაჩი მექვაბიშვილი, ირაკლი ზოიძე, ეკატერინე ზარია. მაჟორიტარული წესით აირჩიეს: ნოდარ დუმბაძე, ნაზი ფუტკარაძე და ნუგზარ ფუტკარაძე.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პროპორციული სიით საკრებულოს წევრის მანდატი მიიღეს: ნინო ბაციაშვილმა, აკაკი გვიანიძემ და ირაკლი თავდგირიძემ.
პარტია „ლელოდან“ პროპორციული სიით საკრებულოს წევრი გახადა ირაკლი კუპრაძე.
2021 წლი 29 ოქტომბერს ,,გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა და საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი გახდა.
2021 წლის 3 დეკემბერს, გაიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს პირველი სხდომა, რომელსაც საკრებულოს უხუცესი წევრი ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, საკრებულოს სამანდატო კომიისიის დასკვნის შესაბამისად, 34 წევრის უფლებამოსილება იქნა ცნობილი, რადგან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი -ნუგზარ ფუტკარაძე, სამწუხაროდ, პირველი სხდომის გამართვამდე გარდაიცვალა. მოგვიანებით მის სამაჟორიტარო უბანში განმეორებით ჩაინიშნა ხელახალი შუალედური არჩევნები.
ასევე, სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარეგისტრირდა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თენგიზ აფხაზავას ხელმძღვანელობით, რაც საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა ცნობის სახით.
2022 წლის 2 აპრილს ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართა. გონიო–კვარიათის, ადლია–აეროპორტისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობამ მხარი რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურას დაუჭირა.
2021 წლის 3 დეკემბრის შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში, საკრებულოს სხდომა არ გამართულა, ვინაიდან ბათუმის საკრებულოში არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს უმრავლესობა არ ჰქონდა და სხდომები კვორუმის უქონლობის გამო ვერ ტარდებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა 2022 წლის 30 მაისს გაიმართა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ.
2022 წლის 30 მაისს გამართულ მორიგ სხდომაზე, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გონიო–კვარიათის, ადლია–აეროპორტისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე გახდა.
საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დამოუკიდებელი წევრის, ირაკლი თავდგირიძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, ხოლო მოადგილეების პოზიციები ნატალია ზოიძემ და ზურაბ ნაკაიძემ დაიკავეს.
30 მაისს ბათუმის საკრებულოში დარეგისტრირდა კიდევ ერთი ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლაშა კილაბერიას ხელმძღვანელობით.
2022 წლის 7 ივნისს, ასევე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტარციის 79–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების და საარჩევნო კოდექსში ცვლილების საფუძველზე, ცნობილ იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება. კერძოდ: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საარჩევნო სუბიექტის ,,გახარია – საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეულ საკრებულოს გამოკლებულ წევრს ნინო ბაციაშვილს ამავე საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატი ნატალია ძიძიგური ჩაენაცვლა, ხოლო, საარჩევნო სუბიექტის ,,ლელოს“ პარტიული სიით არჩეულ საკრებულოს გამოკლებულ წევრს ირაკლი კუპრაძეს – ამავე საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატი ვაჟა დარჩია.