ბათუმის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტის მიმდინარე სამუშაოები
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და ქალაქის მერმა გიორგი ცინცაძემ ბათუმის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის მიხედვით, ინჯალოში წყლის ახალი 5000 კუბური მეტრი სამარაგე რეზერვუარის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. უკვე არსებულ ორ რეზერვუარს დაემატება მესამე იმავე ტევადობის რეზერვუარი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის წყალმომარაგებას.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს სატუმბი სადგურების სარეაბილიტაციო და ავგია-ახალსოფლის მიმართულებით წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები.
ავგია-ახალსოფლის მიმართულებით წყალმომარაგების სისტემის პროექტი ითვალისწინებს ახალი რეზერვუარის, გამანაწილებელი ქსელის, საწნევო ხაზისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას. აღნიშნულ დასახლებაში ამ დრომდე წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 50
22 აპრილს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













